ლევან ხაბეიშვილი – „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები, 4 რიცხვი არ „დავკიდოთ“, თარიღზე მუშაობა არ ვარგა, ცუდიაო, გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცებს, რა გინდათ და რას ეწვალებით

20:47, 30.07.2025

როგორც კი ივანიშვილსა და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ „ცუდი?!“ რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ – ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ?! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები: „4 რიცხვი არ „დავკიდოთ“, ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხოთ არ ვთქვათ, თარიღზე მუშაობა არ ვარგა, ცუდია“…

ჩემი აზრით, გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცებს – რა გინდათ?! რას ეწვალებით?!

როგორც კი ივანიშვილს და რეჟიმს ცეცხლს გავუხსნი, მაშინვე რატომ ვარ „ცუდი?!“ რატომ იწყებთ თავდასხმას?! რატომ არაფერი მოგწონთ?! თქვენ იბრძოლეთ – ვინ დაგიშალათ, მოგიშალათ?!

კიდევ კარგი აღარავინ გისმენთ … ძალა ხალხში!!! – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ხაბეიშვილმა დღეს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: „არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და რა შფოთვები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, მზად ვართ, გავიმარჯვოთ“. მოგვიანებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარია, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან „ქოცი“ და სუს-ი“.

მსგავსი