ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა, ენის მოჩლექვით საუბარს არავისთან ვაპირებ, ჩვენ ყველას ვეფერებით, ვიღაცები აქეთ ტალახს ისვრიან
ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა, ენის მოჩლექვით საუბარს არავისთან ვაპირებ, ჩვენ ყველას ვეფერებით, ვიღაცები აქეთ ტალახს ისვრიან

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა, ენის მოჩლექვით საუბარს არავისთან ვაპირებ, ყველას ვეფერებით, თავზე ხელს ვუსვამთ, ვეუბნებით, ვითანამშრომლოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციამ ხალხთან უნდა იმუშაოს.

„ჩვენ ვეფერებით, ვიღაცები ისვრიან აქეთ ქვებს, ტალახს – სხვა მიმართულება უნდა მისცენ, ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, საბანკო ოლიგარქია უნდა დამარცხდეს ამ ქვეყანაში. მოდი, ვიმუშაოთ, ხალთან იმუშაონ. სტუდიიდან სტუდიაში დადიან, ბოლოს როდის შეხვდნენ ხალხს, ან მათი აზრი როდის მოისმინეს. მე ხალხს ვესაუბრები. ოპოზიციას კიდევ რას ვეტყვი იცით, მეგობრებო, თუ რამეში გჭირდებათ ჩვენი დახმარება, ჩვენ მოგეხმარებით“, – განაცხადა ლევა ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთეში.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მან „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, „ქართული ოცნების“ რიტორიკით ალაპარაკდა.

„ვწუხვარ იმაზე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომ გავიდა ხატია და რიტორიკა შეცვალა,  „ქოცი“ რომ ლაპარაკობს, კობახიძე რომ ლაპარაკობს, „იმედი“ და „პოსტივი“, ზუსტად იმ რიტორიკით ალაპარადა და შემდეგ, სხვათაშორის, ვინმეზე რამის დაბრალება არ მინდა, მაგრამ უცებ ბიუჯეტიდან თვეში 11 000 ლარი მიიღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვაში უხდიან ფულს? ამ ხალხმა გაიყვანა პარლამენტში და შემდეგ სხვანაირად ელაპარაკებიან, ჰკითხეთ აბა ამ ხალხს, მოსწონს ხატია დეკანოიძის და ვიღაცების რიტორიკა? “, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი იქნება ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში.

კითხვაზე, „მარტო ფაქტორი, თუ ის იქნება მაგალითად, თქვენი გუნდის პრემიერობის კანდიდატი?“, – ხაბეიშვილი პასუხობს: „მიშა სააკაშვილი თავად გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, ქართულ პოლიტიკაში მას თანამდებობა არ სჭირდება, ეს არაერთხელ დაუფიქსირებია“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სააკაშვილი ამას ადრეც ამბობდა, რის შემდეგაც, 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატი იყო, – ხაბეიშვილი ამბობს რომ „ყველაზე მაგარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავდათ“.

„ყველაზე მაგარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გვყავდა, ყველაზე მაგარი ლიდერი გვყავს და ვიღაცებს რომ სახელის ხსენების ერიდებათ, რაღაცა შიშები და კომპლექსები აქვთ, ეგ კომპლექსები დაუტოვეთ „ქოცებს“, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე ძლიერი პარტია, მთავარი პარტიაა“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.