ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი
ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული, მინიმუმ, 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია, დაწყებული გიგიტელაშვილით, 22 წლის ახალგაზრდა ბიჭით, რომელმაც 62% აიღო თელავში და დაამარცხა „რუსული პარტია“. ცოტნე აბესაძე არის ვარსკვლავი, რომელმაც ტყიბულში პირველივე ტურში დაამარცხა „რუსული პარტიის“ წარმომადგენელი და ასეთი ათეულობით ადამიანია აქ.

ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერები არ უჭირს, თუმცა ჩვენ რომ ჩვენს პლატფორმაზე კიდევ ბევრ ლიდერს გავაჩენთ და ეს არის აპრიორი, ინერვიულონ სახელისუფლებო მედიებმა, რუსულმა პარტიებმა, ინერვიულონ ძალიან ბევრი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.