ლევან ხაბეიშვილი - ლიეტუვის წარმომადგენლის გარდა, მთელმა მსოფლიომ გააკეთა განცხადებები, შესაბამისად, კონკრეტულ დიპლომატს თუ ქვეყნის შიგნით პასუხს სთხოვენ, თავად გაარკვევენ ამას
ლევან ხაბეიშვილი - ლიეტუვის წარმომადგენლის გარდა, მთელმა მსოფლიომ გააკეთა განცხადებები, შესაბამისად, კონკრეტულ დიპლომატს თუ ქვეყნის შიგნით პასუხს სთხოვენ, თავად გაარკვევენ ამას

ლიეტუვის წარმომადგენლის გარდა, მთელმა მსოფლიომ და ცივილიზებულმა სამყარომ გააკეთა განცხადებები, რაც ნიშნავს იმას, რომ მელიას დაკავება არის პოლიტიკური, შესაბამისად, ის რომ კონკრეტულ დიპლომატს ქვეყნის შიგნით პასუხს სთხოვენ, თავად გაარკვევენ ამას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ღარიბაშვილისგან ყველა კრიტიკას იმსახურებს, ვინც ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, იგივე გააკეთა კინზინგერმა და ალბათ ხვალ დადგებიან და ვოლსკიდან დაწყებული ყველა კინზინგერს დაგმობს, მერე ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტს, რომელმაც განაცხადა, რომ მელიას დაკავებით შეშფოთებულები არიან. ლიეტუვის წარმომადგენლის გარდა, მთელმა მსოფლიომ და ცივილიზებულმა სამყარომ გააკეთა განცხადებები, რაც ნიშნავს იმას, რომ მელიას დაკავება არის პოლიტიკური და ამის გაკეთება არ შეიძლება და ეს ხელს შეუშლის ჩვენ ქვეყანას. შესაბამისად, ის რომ კონკრეტულ დიპლომატს ქვეყნის შიგნით თუ პასუხს სთხოვენ თავად გაარკვევენ ამას. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი განცხადებები გააკეთა ჩვენმა მეგობარმა, რომელმაც გვითხრა, ასე თქვენ შორს ვერ გაფრინდებით. დაახლოებით ასე ჟღერდა მისი პოლიტიკური განცხადება და როგორ შეიძლება არ დავეთანხმო, როცა ქვეყანაში ნაცვლად მშვიდობის დამყარებისა ვნახეთ, რომ გუშინ სპეცრაზმი შემოვიდა მთავარი ოპოზიციური პარტიის შენობაში და ტყვედ აიყვანეს კონკრეტული ადამიანი გავრილოვის გაპროტესტების გამო. შესაბამისად, ვფიქრობ სწორი და ადეკვატური იყო მისი განცხადებები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. ჟიგიმინტას პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ.