ლევან ხაბეიშვილი - კრიზისიდან ორი გამოსავალია, ბიძინა ივანიშვილის მიერ დამარცხების აღიარება ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
ლევან ხაბეიშვილი - კრიზისიდან ორი გამოსავალია, ბიძინა ივანიშვილის მიერ დამარცხების აღიარება ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

კრიზისიდან ორი გამოსავალია – ბიძინა ივანიშვილმა აღიაროს დამარცხება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომ მეორე ტური შესაძლოა ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც გამოსავალი გახდეს.

„კრიზისიდან ორი გამოსავალია – ბიძინა ივანიშვილმა აღიაროს დამარცხება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სხვა გამოსავალი არაა. როგორც ჩანს, „გირჩი“ უშვებს იმას, რომ თუ ბიძინა მარცხს აღიარებს, ამ შემთხვევაში ექნება აზრი. დიახ, იმის აღიარება, რომ დამარცხდა, გამოსავალი იქნება, თუ არადა, ვადამდელი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით.

დღევანდლამდე ყველა პარტიამ უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე, დანარჩენი ჭორაობაა. ჩვენ წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება და ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა. ამიტომ მნიშვნელოვანია კვირას აქციაზე მოსვლა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.