ლევან ხაბეიშვილი - ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის, ღმერთმა დალოცოს საქართველო
ლევან ხაბეიშვილი - ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის, ღმერთმა დალოცოს საქართველო

ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის – სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული. ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, რაც იწვევს დაპირისპირებას, გაყოფას და საზოგადოების დაქსაქსვას, არის მიუღებელი.

„ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის – სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული. ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი. ვერანაირი თავს მოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას – გამარჯვების წელია, ქართველი ხალხის გამარჯვების, ბოროტების დამარცხებისა და სიკეთის გამარჯვების წელი! აღარ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაანგრიონ გელათი, უკიდურესად შეურაცხმყოფელად მოეპყრან ჯვრის მონასტერს, საკუთარ „დღეობაზე“ დახურონ სვეტიცხოველი და ფეხქვეშ გათელონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა! რაც იწვევს დაპირისპირებას, გაყოფას და საზოგადოების დაქსაქსვას, არის მიუღებელი და, ცხადია, ვერ მოგვეწონება. ძლიერი ოჯახი, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა, თავისუფლება და სამშობლო არის ის ღირებულებები, ის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ერს გააერთიანებს! ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.