ლევან ხაბეიშვილი - „ედისონ რისერჩის“ კვლევა დასტურია, რომ ჩვენი პარტია ძლიერდება, უმნიშვნელოვანესია, სხვა პარტიებმა გარკვეული ერთობები შექმნან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და უფრო გაძლიერდნენ
ლევან ხაბეიშვილი - „ედისონ რისერჩის“ კვლევა დასტურია, რომ ჩვენი პარტია ძლიერდება, უმნიშვნელოვანესია, სხვა პარტიებმა გარკვეული ერთობები შექმნან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და უფრო გაძლიერდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება.

ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ მიესალმებიან სხვა პროდასავლური პარტიების გარკვეულ შედეგს, მეტიც, უმნიშვნელოვანესია, აღნიშნულმა პარტიებმა გარკვეული ერთობები შექმნან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და უფრო გაძლიერდნენ.

„ყოველ ჯერზე, ყველა გამოკითხვა, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი პროდასავლური – პროევროპული პარტია. საქართველოს მოსახლეობას, ხალხს მიაჩნია, რომ მთავარი ევროპული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. დღევანდელი კვლევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსული რეჟიმის, ივანიშვილის, პუტინისტების და სამშობლოს მოღალატეების წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია და ობიექტურად გვიხარია სხვა პროდასავლური პარტიების გარკვეული შედეგი, რასაც მივესალმებით. მეტიც, უმნიშვნელოვანესია, გარკვეული ერთობები შექმნან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ჩვენ ძლიერი, მთავარი პარტია ვართ და ცხადია, ჩვენი მხრივ, ვფიქრობთ გაძლიერებაზე, რასაც უპირობოდ მოვახერხებთ.

უახლოესი თვეების განმავლობაში ენმ-ს გაძლიერების, მატების პროცესს საზოგადოება თავად ნახავს. ეს კვლევა არის დასტური, რომ რუსული ოცნება დამარცხებულია. ახლა მთავარია სწორი სტრატეგია, სამიზნის გასწორება და ივანიშვილის და მისი პუტინისტური პარტიისგან მხოლოდ სახელიღა დარჩება“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.