ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა, ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ
ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა, ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ

არ შემიძლია, არ დავეთანხმო მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც თქვა, რომ გაძვირდა ყველაფერი, ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს. ცხადია, ეს გაძვირება აისახება ყველაზე, როგორც მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც, – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა.

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ევროპული, ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების ოჯახის წევრები და ჩვენ ვართ ძალა, რომლის პირობებშიც ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა ეკლესია-მონასტრების აღდგენაში, მშენებლობაში და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის არასდროს დაგვიხევია უკან. ცხადია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენს ხალხს სჭირდება მხარში დგომა, დახმარება და ამას ხელისუფლება არ აკეთებს. მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ეკლესიას ჩვენს ცხოვრებაში და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.