ლევან ხაბეიშვილი - ამერიკა და ევროპა რას შვრებაო, შენ რას შვები, რომ წამოწოლილხარ ახლა, მიყურებ ტელევიზორში და ყავას სვამ თბილად, უნდა ადგე და გამოხვიდე
ლევან ხაბეიშვილი - ამერიკა და ევროპა რას შვრებაო, შენ რას შვები, რომ წამოწოლილხარ ახლა, მიყურებ ტელევიზორში და ყავას სვამ თბილად, უნდა ადგე და გამოხვიდე

ახლა პულტთან თუ დაჯდება ვინმე და დამელოდება, ხაბეიშვილის რას იზამს, არ გამოვა არაფერი. ახლა რომ მიყურებ, უნდა ადგე და გამოხვიდე, არ გამოხვალ და არაფერი არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მან მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„თითოეული მოქალაქის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ახლა პულტთან თუ დაჯდება ვინმე და დამელოდება, ხაბეიშვილის რას იზამს, არ გამოვა არაფერი. ხაბეიშვილი ვერაფერს ვერ იზამს. ამ ბრძოლაში ვიბრძოლებ და რასაც შემეძლება გავაკეთებ, ოღონდ პულტთან თბილად რომ ხარ, ყავას სვამ და მელოდები, რომ ოპოზიცია რას გააკეთებს, არ გამოვა. აი, ახლა რომ მიყურებ, უნდა ადგე და გამოხვიდე. არ გამოხვალ და არაფერი არ იქნება. ვერც სამართალს იპოვი, ვერც სამსახურს და ზოგადად ყველაფერი თუ დაგექცა თავზე, მერე ნუ იწუწუნებთ მაშინ. მე არ ვაპირებ დანებებას, სულ რომ მარტო დავრჩე, მაინც ვიბრძოლებ, მაინც არ შევეგუები. არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ მონობაში. ოღონდ, ოპოზიცია რას იზამს, გეგმა რა არის, გეგმა არის, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს, აი, ეს არის გეგმა და რომ გამოვა, დანარჩენს არ ვიცი, აგერ პარტიის თავმჯდომარეა, სხვა პოლიტიკური ლიდერები არიან, ოპოზიციაა და იტყვიან ეს ადამიანები ამის შესახებ. ოღონდ, თითოეული მოქალაქის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი.

თუ გინდათ, გამოდით და იბრძოლეთ, თუ არადა, მესამე პრეზიდენტის მკვლელობას რომ გაყურებინებენ პირდაპირ ეთერში წამებით და მსოფლიო ფეხზე დგას და ფეხზე გკიდიათ, აი, მერე როგორ გაქვთ იმედი, რომ თქვენ დაგიცავთ ვინმე, ან დაცულები ხართ, მე არ ვიცი. როგორ შეიძლება, მთელი აშშ, დასავლეთი, ევროპა, სახალხო დამცველი, ის კი არა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი ამბობენ, რომ გადაიყვანეთ, ამას არ აკეთებენ, წამებას და მკვლელობას გაყურებინებენ და მერე იმედიანად ცხოვრობ, რომ შეიძლება შენი უფლება იყოს დაცული და შენს შვილს განათლება მისცე და შენ არაფერი დაგემუქროს, მაშინ არ ვიცი, იცხოვრეთ ამ ილუზიაში, მაგრამ მე არ ვაპირებ. ჩვენ არ ვაპირებთ. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც ოჯახებიც ჰყავთ, შვილებიც ჰყავთ, ყველაფერი გადადეს და არიან ბრძოლაში. მობრძანდით აქ და აქედან გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, რომ არ შევეგუებით. ამერიკა რას შვება და ევროპაო და შენ რას შვები, რომ წამოწოლილხარ ახლა და მიყურებ ტელევიზორში და ყავას სვამ თბილად, შენ რას შვები, თორემ ამერიკელები, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ, დასავლეთიც, მართლა ხანჯლით ხო არ შემოვარდება აქ, არა?! რაც შეუძლიათ, აკეთებენ. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის გასაკეთებელი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.