ლევან ხაბეიშვილი – 4 ოქტომბერი არის დედლაინივით, ტყავი უნდა გამოვიცვალოთ, ნიჰილიზმი გადავაგდოთ და შევუტიოთ ბოლომდე, ღმერთი ჩვენს მხარესაა

19:53, 18.07.2025

4 ოქტომბერი არის დედლაინივით, ბრძოლის ტყავი უნდა გამოვიცვალოთ, ნიჰილიზმი გადავაგდოთ და შევუტიოთ ბოლომდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, სიმართლე მათ მხარესაა.

„ვიდრე პირში სული მიდგას, ამათ დედას ვუტირებ. 4 ოქტომბერი არის დედლაინივით, ჩვენ ბრძოლის ტყავი უნდა გამოვიცვალოთ, ნიჰილიზმი გადავაგდოთ და შევუტიოთ ბოლომდე. ღმერთი ჩვენს მხარესაა, სამართალი ჩვენს მხარესაა, პატრიოტები ჩვენ ვართ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი