ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება პუტინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია
ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება პუტინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია

დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ვიდრე იყო 2008 წელს. საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ იყოს პირველი, ვინც იაქტიურებს პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ის ჩვენი დაუძინებელი მტერია, რუსული პოზიცია უჭირავს, რაც სამარცხვინოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, 2008 წელს საქართველო და საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.

„ჩვენ გვქონდა თხოვნა მთელი მსოფლიოსთვის, რომ მათ ეღიარებინათ პუტინი, როგორც ტერორისტი, როგორც სამხედრო დამნაშავე. ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ ევროპას და დასავლეთს არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია პუტინის წინააღმდეგ. დღეს არის 2023 წელი, როდესაც პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდა, როგორც მკვლელი და მწამებელი. იმ დროს, როცა 2023 წელს ეს რეალობა გვაქვს, საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ იყოს პირველი, ვინც იაქტიურებს პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ის ჩვენი დაუძინებელი მტერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს მითვისებული და დღესაც აგრძელებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველი ხალხის გენოციდს, რუსული პოზიცია უჭირავს, რაც სამარცხვინოა.

2023 წელია დღეს, აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ვიდრე იყო 2008 წელს. 2008 წლის შემდეგ როცა ლაპარაკობთ ტურისტებზე, იქ იყვნენ მართლა ტურისტები და აქ, როცა 10 ათასობით ტურისტი გამორბის, რათა სანქციებს აარიდონ თავი და აგენტურის ქსელი გააბან საქართველოში, შესაძლოა, იყვნენ დივერსანტებიც და საქართველოს სახელმწიფოს ემუქრებოდეს რამე.

აბსოლუტურად სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ და ჩვენ ვიცით, რომ მათი ათიათასობით ინდივიდუალური მეწარმე დარეგისტრირდა, უნდათ შავი ფულის ტრიალი და სხვადასხვა ხიფათია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.