ევროკომისიის ეგიდით 17 ოქტომბერს, სოფიაში, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეულ ადამიანებს სპეციალური ჟიური დააჯილდოებს. ერთ-ერთი ნომინაცია „ადგილობრივი გმირია“, რომელზეც პირველი არხის ტელეწამყვანი, ლევან ჯობავაა წარდგენილი.
ჯობავა პროექტ „რაგბი აქაურობას“ ავტორია, რომლის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 000-ზე მეტ ბავშვს შეხვდა და მოზარდებს რაგბის თამაშის შანსი მისცა. ლევანის კონკურენტები დანიელი იენს მუნდელი იენსენნი და გერმანელი კორინა სარიჩი არიან.