ლევან იზორია - წვევამდელთა სისტემა მაქსიმალურად დაიხვეწა
ლევან იზორია - წვევამდელთა სისტემა მაქსიმალურად დაიხვეწა

ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ წვევამდელთა სისტემა, მათ მომზადების იგივე დონე აქვთ, როგორიც პროფესიულ ჯარისკაცს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გაიზარდა ხელფასი და ასევე, წვევამდელებს უქმე დღეების გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.

„ისინი საბრძოლო საწყის მომზადებას გადიან სხვა ჯარისკაცებთან ერთად. ადრე ასე არ იყო. ასევე, ჩვენ მათი სახელფასო მონაცემები განსაკუთრებით გავზარდეთ, საუბარია შვიდჯერ გაზრდაზე. მივეცით შესაძლებლობა, უქმე დღეები გამოიყენონ და ოჯახს ესტუმრონ. ბოლო პერიოდში ბრძანება გამოვეცი, რომლის თანახმად ოჯახის წევრებს წელიწადში ორჯერ შეუძლიათ, მოვიდნენ და მოინახულონ თავიანთი შვილები არა სახლში, არამედ ჯარში. ნახონ, რას მიირთმევენ, რა ფორმა აცვიათ, როგორ მომზადებას გადიან“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ამით გამჭვირვალობა და ინფორმაციის ობიექტურად მიწოდება იქნა უზრუნველყოფილი.

თავდაცვის მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით მედიას პარლამენტში ესაუბრა, სადაც მას დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.