ლევან იზორია - ტოტალური თავდაცვის სისტემის ეფექტიანად განხორცილებით, სამშობლოს დაცვის ვალდებულების საყოველთაო ორგანიზებისა და მობილიზებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
ლევან იზორია - ტოტალური თავდაცვის სისტემის ეფექტიანად განხორცილებით, სამშობლოს დაცვის ვალდებულების საყოველთაო ორგანიზებისა და მობილიზებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქვეყნის დაცვის საყოველთაო ვალდებულებას, რომლის ორგანიზებაც ტოტალური თავდაცვის სისტემის ფარგლებშია შესაძლებელი.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ გზაზე მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხი, რომლის საუკეთესო მაგალითი იყო 2018 წელს წარმატებით ჩატარებული უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2018“.

„განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობით ჩვენ 2018 წლის მიწურულს პირველად ჩავატარეთ დიდგორის სწავლება, რომელიც გამოირჩეოდა უწყებათშორისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხით და ტოტალური თავდაცვის სისტემის ეფექტიანად განხორცილებით. როგორც წელს, ისე მომავალ წლებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით, გავაკეთებთ ყველაფერს მთავარი ვალდებულების – სამშობლოს დაცვის ვალდებულების საყოველთაო ორგანიზებისა და მობილიზებისთვის“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.