ლევან იზორია - რაც თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არც ერთი მანქანა, მით უფრო „ჯიპი“, პირადი თუ სამსახურებრივი სარგებლობისთვის არ შეგვიძენია
ლევან იზორია - რაც თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არც ერთი მანქანა, მით უფრო „ჯიპი“, პირადი თუ სამსახურებრივი სარგებლობისთვის არ შეგვიძენია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ოპოზიციის შეკითხვებსაც უპასუხა.

თავდაცვის მინისტრს შეკითხვა ძვირადღირებული ჯიპებით გადაადგილების თაობაზე დაუსვეს.

„რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არც ერთი მანქანა, მით უფრო „ჯიპი“, პირადი თუ სამსახურებრივი სარგებლობისთვის არ შეგვიძენია, მაგრამ მე თქვენთვის წამოვიღე სტატისტიკა, თუ რა შეიძინეს 2012 წელს და სხვა წლებში – კოლოსალური თანხებია დახარჯული, განა ტანკებისთვის ან საბრძოლო მზადყოფნისთვის დაიხარჯა. მე პირადად გადავაადგილდები 2008 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანით და თუ ზოგჯერ ვსარგებლობ ჯიპით, ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწევს საველე პირობებში, სწავლებებზე ან რეგიონში გასვლა, ასე რომ გთხოვთ ამას განსაკუთრებით მიაქციოთ ყურადღება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.