ლევან იზორია - პატრიკ შენაჰენთან შეხვედრაზე დაფიქსირდა ურყევი პოზიცია, რომ აშშ მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს
პატრიკ შენაჰენთან შეხვედრაზე დაფიქსირდა ურყევი პოზიცია, რომ აშშ მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიუნხენში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პატრიკ შენაჰენთან შეხვედრაზე დაფიქსირდა ურყევი პოზიცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
ეს პოლიტიკა მომავალში საერთო ძალისხმევით უფრო აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.