ლევან იზორია - ნატო-ში აშშ-ს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის გზა ხსნილია
ლევან იზორია - ნატო-ში აშშ-ს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის გზა ხსნილია

ნატო-ში მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება გამოხატავს კონკრეტულ შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში განაცხადა.

„ნატო-ში აშშ-ს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის გზა ხსნილია. ნატო-ს წევრი ქვეყნები ნატო-ში ჩრდილოეთ მაკედონიის მიწვევის რატიფიკაციას სავარაუდოდ წელსვე მოახდენენ.

მიუხედავად წლების განმავლობაში არსებული პრობლემებისა, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებს ჰქონდათ, ნატო-ში მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება არის კონკრეტული ფაქტები, რაც საქართველოსთან მიმართებით გამოხატავს კიდევ ერთ კონკრეტულ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ძალიან მტკიცე და მყარი მზაობა, რაც დღეს დილას შეხვედრაზე გაცხადდა და რის შესახებაც აშშ-ის წარმომადგენელმა ოფიციალურად საჯაროდ განაცხადა. ჩვენ ეს გვაიმედებს და გვაძლევს მტკიცე საფუძველს, რომ შემდეგი ჯერი სწორედ საქართველოზეა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

13-14 თებერვალს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.