ლევან იზორია - ისეთი განცდა უნდათ შექმნან, თითქოს საქმიანობა 22 წლის ასაკში კი არა, 2012 წელს დავიწყე 
ლევან იზორია - ისეთი განცდა უნდათ შექმნან, თითქოს საქმიანობა 22 წლის ასაკში კი არა, 2012 წელს დავიწყე 

ისეთი განცდა უნდათ გარკვეულ ადამიანებს შექმნან, რომ მე საქმიანობ დავიწყე 2012 წლიდან, პროფესიული მოღვაწეობა მე 22 წლიდან დავიწყე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

ლევან იზორიას პარლამენტში კითხვა დაუსვეს მის მიერ შეძენილ სახლზე და დაინტერესდნენ, რითი მოახერხა სახლის აშენება. კერძოდ, ამ კითხვით მას დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მიმართა.

„ჯიპები“, ჩემი ხელფასის მზარდი დინამიკა და აშენებული სახლი, ამაზეც მინდა ვისაუბრო. ისეთი განცდა უნდათ გარკვეულ ადამიანებს შექმნან, რომ მე მოღვაწეობა დავიწყე 2012 წლიდან. ჩემი პროფესიული მოღვაწეობა დავიწყე 22 წლიდან. მიწის ნაკვეთი შევიძინე საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე, ჩემი დანაზოგებით. ტყუილია, თითქოს მანამდე არაფერი გამაჩნდა. მქონდა და მაქვს ახლაც თბილისში, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე ბინა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვაქირავებდით კიდევაც. ასე რომ, სწორედ ამ დანაზოგით და ამ შემოსავლით ავაშენე ის სახლი, რომელიც აჩვენეს, რომელიც გაქირავებულია. რაც შეეხება „ჯიპების“ თემას, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არც ერთი მანქანა, მით უფრო „ჯიპი“, არ შეგვიძენია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.