ლევან იზორია - აგვისტოს ომში მებრძოლი გმირების თავგანწირვის მაგალითები ყოველთვის გაგვაძლიერებს ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში
ლევან იზორია - აგვისტოს ომში მებრძოლი გმირების თავგანწირვის მაგალითები ყოველთვის გაგვაძლიერებს ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში

მთელი ქართული შეიარაღებული ძალების სახელით ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების სახელების წინაშე, ვინც ათი წლის წინ თავი გაწირა სამშობლოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ერთ-ერთი ჩვენი გმირის საფლავზე თქვენ ნახავთ წარწერას, რომ შევძლო წამოდგომა, ისევ თავს შევწირავდი ჩემს სამშობლოსო, ეს არის თავგანწირულობის, სამშობლოს სიყვარულისა და იმ სულისკვეთების გამოხატულება, რაც თითოეულ აქ დასაფლავებულ ჩვენს გმირებს ახასიათებდათ.  მათ გამოხატეს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ეს სიყვარული და თავდადება საკუთარი ქვეყნის, ოჯახების, მეგობრებისა და თითოეული ჩვენგანის მიმართ. ამას ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ და მათი თავგანწირვის მაგალითები ყოველთვის გაგვაძლიერებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.