ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი
ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

ახალ საარჩევნო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.

როგორც ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დღეს დღის ბოლომდე მიიღებენ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ინიცირებული პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და ამ დრომდე მის დასკვნას ელოდებოდნენ, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, პროექტის მიღების ვადის გადაწევის თაობაზე.

„ამას ემატება ისიც, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შემოვიდა. აღნიშნული პროექტის განხილვაში მათი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. უპრიანია, ინიცირებული კანონპროექტი უფრო ფართოდ განვიხილოთ“, – აღნიშნა იოსელიანმა.

საუბარია პარლამენტში ინიცირებულ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელსაც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.