ლევან იოსელიანი - ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, რომ მოლაპარაკება საბოლოოდ შედგეს
ლევან იოსელიანი - ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, რომ მოლაპარაკება საბოლოოდ შედგეს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკება ერთადერთი სწორი გამოსავალია და ამ პროცესში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, რომ ქვეყანა საბოლოოდ ჩიხში არ შეიყვანოს.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, მმართველ გუნდზეა პასუხისმგებლობის ლომის წილი.

„მან ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ საბოლოოდ შედგეს მოლაპარაკება. მასზეა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხისმგებლობის გარეშე არ არის ოპოზიციაც. როცა მოლაპარაკების მეორე მხარეს ვისხედით და მემორანდუმზე ვმუშაობდით, ჩემი წილი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული მქონდა. მმართველ გუნდს აქამდეც ვეუბნებოდით, რომ ნიკა მელიას მიმართ რა ნაბიჯებიც გადადგეს, არასწორი იყო, იმუნიტეტი არ უნდა მოეხსნათ, არ უნდა დაეპატიმრებინათ და შტურმი, დაკავებები არ უნდა მოეწყოთ“, – განაცხადა იოსელიანმა.