ლევან იოსელიანი - ყველა არჩევნებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ კრებს მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, ამიტომ ნიკა მელიას ბრძოლა იქნება ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის
ლევან იოსელიანი - ყველა არჩევნებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ კრებს მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, ამიტომ ნიკა მელიას ბრძოლა იქნება ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის

ყველა განვლილმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ კრებს თავის გარშემო მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველს, ამიტომ წინასწარ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ნიკა მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„მას შეუძლია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ არა სრულიად ოპოზიციური სპექტრის. ამიტომ წინასწარ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ნიკა მელიას ბრძოლა ბრინჯაოს ან ვერცხლის მედლისთვის.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დავუჭერთ, შესაბამისად, ვიცი, რომ სხვა პარტიების განწყობაც არის ანალოგიური და მათი კანდიდატი ვერ იქნება სრულად ოპოზიციური კანდიდატი. ის იქნება ერთი, ორი, ან სამი პარტიის კანდიდატი. შესაძლებლობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პოლიტიკურ პარტებთან ესაუბრა საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე, ვფიქრობ, რომ დიდი ხნის წინ ხელიდან გაუშვეს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს. თუ ვიღაცას და საერთოდ ვინმეს ამ ქალაქში შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს თბილისის მერობის ძლიერ კანდიდატობაზე, ეს არის ალეკო ელისაშვილი და მან ეს უკვე დაამტკიცა. თუმცა ის იქნება თუ არა ამჯერად კანდიდატი, თვითონ ორშაბათს გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.