ლევან იოსელიანი - წერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ მიმაჩნია, ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს
ლევან იოსელიანი - წერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ მიმაჩნია, ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს

წერილიდან ის გავიგე, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში და ამიტომ ვთვლი, რომ ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, – ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება.

მისივე თქმით, გარემოებები ადასტურებს, რომ ივანიშვილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაშია ჩართული.

„ბიძინა ივანიშვილი კელი დეგნანს თუ სხვა ელჩებს უნდა შეხვდეს არა ისე, რაც შემდეგ ბევრ კითხვას იწვევს, არამედ ცხადად, როგორც პოლიტიკური ფიგურა. ამ ქვეყნისთვის სწორი ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. კითხვები იმიტომ არსებობს, რომ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, მაგრამ ყველა სხვა გარემოება ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.