ლევან იოსელიანი - ვიწრო პოლიტიკური და პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ უნდა იყოს დაძლეული
ლევან იოსელიანი - ვიწრო პოლიტიკური და პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ უნდა იყოს დაძლეული

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოლაპარაკებისთვის ორივე მხარემ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

„იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდება, რადგან ეს არის სიტუაცია, სადაც კომპრომისის გარეშე ქვეყანა დაზარალდება. მგონი, ყველას აქვს გათვითცნობიერებული, რომ ვიწრო პოლიტიკური და პირადი ინტერესი დაძლეული უნდა იყოს ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ. ამიტომ მგონია, რომ ორივე მხარე ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს. თუნდაც ის, რომ ოპოზიციამ თავისი სამოქმედო გეგმა შეცვალა და ნაკლებად კონფრონტაციულია დღეს, ეს არის იმის ნიშანი, რომ რაღაც მზაობა არსებობს მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრისთვის“, – განაცხადა იოსელიანმა.