ლევან იოსელიანი - ვიმედოვნებ, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტამდე ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეული იქნება
ლევან იოსელიანი - ვიმედოვნებ, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტამდე ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეული იქნება

ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან იოსელიანის განცხადებით, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს კარგად ესმის მოლაპარაკების მნიშვნელობა და ისიც, რამდენად საჭიროა, რომ ბრიუსელში სხდომამდე საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაძლეული იყოს.

ოსელიანი იმედოვნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტამდე შეთანხმება მიღწეული იქნება.

„იმ კომენტარებიდან გამომდინარე, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის შიგნითაც, მის დიდ ნაწილს ესმის მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ისიც, ბრიუსელში ვიზიტის წინ რამდენად საჭიროა, რომ პოლიტიკური კრიზისი იყოს დაძლეული.

შეიძლება, ყველა საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდეს, მაგრამ ძირითად საკითხებზე შეთანხმება იქნება, რომელიც საბოლოოდ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევამდე მიგვიყვანს. ამ პროცესს მაინც იმედით ვუყურებ და მგონია, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტამდე რაღაც სახის შეხვედრები იქნება და შეთანხმება მიიღწევა. ეს თუ ასე არ იქნება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ქართველები ჩვენი პირად და ვიწროპარტიულ ინტერესებს უფრო წინ ვაყენებთ, რაც ძალიან სამარცხვინო და სავალალო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.