ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, „ქართული ოცნების” მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, „გირჩი“ პოზიციას გადახედავს და გაცნობის გარდა, საპარლამენტო ცხოვრებაშიც ჩაერთვებიან
ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, „ქართული ოცნების” მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, „გირჩი“ პოზიციას გადახედავს და გაცნობის გარდა, საპარლამენტო ცხოვრებაშიც ჩაერთვებიან

მგონია, „ქართული ოცნების” დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, საკუთარ პოზიციას ისინიც გადახედავენ და გაცნობის გარდა, საპარლამენტო ცხოვრებაშიც ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

აღნიშნულით იოსელიანმა შეაფასა „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის დღევანდელი განცხადება, რომ პარტია ორშაბათს პარლამენტში მისვლას გეგმავს კულუარული საქმიანობის დასაწყებად, ასევე ადამიანების გასაცნობად.

„მგონია, გასაცნობად სიარულში დიდ აზრს ვერ ვხედავ, რადგან თუ პარლამენტში შემოდიხარ, კონკრეტულ საკითხებზე, კანონებზე უნდა იმუშაო და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღო. ბანერისთვის შემოვლა და დერეფნებში სასეირნოდ სიარული სერიოზულად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.