ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთოს
ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეთანხმების კონტექსტიდან ამოვარდნილია.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.

„ეს არის შეთანხმება, რომელსაც ფაქტობრივად, მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო. ამას მხარს უჭერს აშშ, ევროკავშირი, პოლიტიკური კლასი საქართველოში და ამ კონტექსტიდან ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა“ ამოვარდნილი. მგონია, რომ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ და უკვე სრულფასოვნად ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში”, – განაცხადა იოსელიანმა.