ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, მოლაპარაკების გაგრძელებისა და შეთანხმების რესურსი არსებობს
ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, მოლაპარაკების გაგრძელებისა და შეთანხმების რესურსი არსებობს

„მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის შეფასებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების გაგრძელებისა და შეთანხმების რესურსი არსებობს.

„ყველა მხარემ ისაუბრა იმაზე, რა იდო მოლაპარაკების მაგიდაზე. არ მგონია, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაშლილია, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების გაგრძელების რესურსი არსებობს. უფრო მეტიც, შეთანხმების რესურსიც არსებობს. მგონია, რომ ამერიკელი და ევროპელი მეგობრები მიაღწევენ იმას, რომ საქართველოში შეთანხმება შედგება და პოლიტიკური კრიზისი დაიძლევა. ძველი პუნქტების მიმართ ორივეს მხრიდან ახლებური დამოკიდებულება რომ იყოს, ამის რესურსს ვხედავ“, -განაცხადა იოსელიანმა.