ლევან იოსელიანი - უნდა შევთანხმდეთ, როგორ ჩავატაროთ არჩევნები, რათა არ იყოს კითხვებით სავსე და პოლიტიკური კრიზისის წყარო
ლევან იოსელიანი - უნდა შევთანხმდეთ, როგორ ჩავატაროთ არჩევნები, რათა არ იყოს კითხვებით სავსე და პოლიტიკური კრიზისის წყარო

შარლ მიშელის დოკუმენტმა გაითვალისწინა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების სხვანაირად მოწესრიგება. ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა ცვლილებები, რომლებიც პარლამენტში დავაინიცირეთ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კარგი იქნება თუ კონსენსუსი მიიღწევა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ კითხვებით სავსე და პოლიტიკური კრიზისის წყარო არ იყოს.

„რამეზე თუ უნდა შევთანხმდეთ, ისაა, როგორ ჩავატაროთ არჩევნები, რომ მომავალი არჩევნები არ იყოს კითხვებით სავსე და პოლიტიკური კრიზისის წყარო. ეს ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ შემოგვაქვს ელექტრონული დათვლის და ანაბეჭდების მექანიზმი, ასევე ათი პროცენტის სავალდებულო გადათვლა, საჯარიმო სანქციებია შეკრებაზე და იზრდება საარჩევნო უბნებთან გადაადგილების რადიუსი. ეს ყველაფერი იმის განცდას გააჩენს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება. დარღვევები იქნება, მაგრამ მთავარია, ამან გავლენა არ მოახდინოს არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.