ლევან იოსელიანი - თავიდანვე ვთქვი, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ დაწყებული ალტერნატიული პროცესი არასერიოზული მიდგომა და რეგლამენტთან თამაში იყო, რითაც პროცესს აზიანებენ
ლევან იოსელიანი - თავიდანვე ვთქვი, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ დაწყებული ალტერნატიული პროცესი არასერიოზული მიდგომა და რეგლამენტთან თამაში იყო, რითაც პროცესს აზიანებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განაცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციის მიერ დაწყებული ალტერნატიული პროცესი არასერიოზული მიდგომაა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მოწოდება იყო ერთად მუშაობა.

„თავიდანვე ვთქვი, რომ ოპოზიციის მიერ დაწყებული ალტერნატიული პროცესი არასერიოზული მიდგომა და რეგლამენტთან თამაში იყო – რეგლამენტის ერთ მუხლს აღიარებ და მეორეს, არა, რადგან სამუშაო ჯგუფების შექმნა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესია, მაგრამ საქმე ამასთან არ გვაქვს. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, ამ ყველაფრის მიღმა იყოს და ამით თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, თუ რამდენად უფრო რადიკალები და მებრძოლები არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ პროცესს აზიანებენ იმის მიუხედავად, რომ ევროპარლამენტარების მოწოდება იყო ერთად მუშაობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.