ლევან იოსელიანი - სიძულვილისა და ოპონენტების გაშავებაზე მიზანმიმართული ბანერების განთავსება სწორად არ მიმაჩნია
ლევან იოსელიანი - სიძულვილისა და ოპონენტების გაშავებაზე მიზანმიმართული ბანერების განთავსება სწორად არ მიმაჩნია

ქალაქში განთავსებული ბანერები ძალიან არ მომწონს, სწორად არ მიმაჩნია ისევ სიძულვილზე საუბარი და ერთმანეთის უფრო მეტად გაშავების დღის წესრიგის შემოტანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პარტია „მოქალაქეების“ მიერ განთავსებული ბანერები კარგი მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვან კონტრასტს ქმნის.

„ჩვენი ბანერები აჩვენებს, როგორი ქალაქი უნდათ ადამიანებს. მეორე მხარეს არის სიძულვილისა და ოპონენტების გაშავებაზე მიზანმიმართული ბანერები. მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი