ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, რომ ყველა ბარიერგადალახულ პარტიას ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში საკუთარი წევრი ეყოლება
ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, რომ ყველა ბარიერგადალახულ პარტიას ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში საკუთარი წევრი ეყოლება

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის განმარტებით, საარჩევნო რეფორმის შედეგად, ბარიერგადალახულ პარტიებს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში საკუთარი წევრები ეყოლებათ.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ ყველა პარტიას ცესკო-ში საკუთარი წევრი ჰყავდეს.

„დღეს შევთანხმდით, რომ ყველას საკუთარი წევრი ეყოლება როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე საოლქოს დონეზე და პარიტეტი პარტიების სასარგებლოდ იქნება დაცული. ვცდილობთ, ამ პროცესში პროფესიული ნაწილის არჩევა არასამთავრობოების ჩართულობით დავაზღვიოთ. პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა იყო, რომ მათ წარმომადგენლობა კი არ ჰყოლოდათ სათათბირო ხმის უფლებით, არამედ სრულფასოვანი წევრები. ეს მიღწეულია და ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება სრულფასოვანი წევრი როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქოს დონეზე. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიას, ეს კომპონენტი დარჩენილია ღიად, რომელზეც არასამთავრობოებს აქვთ საკუთარი პოზიცია და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.

დღეს მოქმედი სისტემით, მხოლოდ სამ პარტიას ჰყავდა ცესკო-ში წარმომადგენლები. მომავალში ერთპროცენტიან პარტიასაც და 40-პროცენტიანსაც ეყოლება საკუთარი წევრები“, – განაცხადა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი