ლევან იოსელიანი - შალვა პაპუაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო ერთადერთი, რისი გაკეთებაც არსებულ სიტუაციაში შეეძლო
ლევან იოსელიანი - შალვა პაპუაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო ერთადერთი, რისი გაკეთებაც არსებულ სიტუაციაში შეეძლო

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, შალვა პაპუაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით.

იოსელიანის თქმით, შალვა პაპუაშვილი იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი.

„შალვა პაპუაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო ერთადერთი, რაც მას არსებულ სიტუაციაში შეეძლო გაეკეთებინა და ნაბიჯი გადაედგა ურთიერთობების გამოსწორებისკენ. შალვა პაპუაშვილი იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი. უკრაინის რადას თავმჯდომარის განცხადებებს მინდა გამოვეხმაურო – ქართველ პოლიტიკოსებს ბევრი რამე გვაქვს მისგან სასწავლი, რამდენად კორექტულად გვერდი აუარა იმ საკითხებს, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობის რაღაც წერტილი ყოფილიყო ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში“, – განაცხადა იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან და დაადასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზადყოფნა.