ლევან იოსელიანი -  სავარაუდოდ, იმ კვირაში გვექნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, ძირითადად გვეყოლება ქალი კანდიდატები
ლევან იოსელიანი - სავარაუდოდ, იმ კვირაში გვექნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, ძირითადად გვეყოლება ქალი კანდიდატები

სავარაუდოდ, იქით კვირაში გვექნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის და საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია. გვექნება ძალიან საინტერესო და განსხვავებული კამპანია, ამას მთელი თბილისი იხილავს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტია, ძირითადად, თბილისზე იქნება კონცენტრირებული.

„კონცენტრირებული ვიქნებით ძირითადად თბილისში. გვეყოლებია,ნ ძირითადად, ქალი კანდიდატები, ძალიან მებრძოლი, ურბანული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ, რომ შევიდნენ თბილისის საკრებულოში. ჯერჯერობით გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გვეყოლება თბილისში და ქუთაისში, ვნახოთ კიდევ თუ დაემატება სადმე“, – განაცხადა იოსელიანმა.