ლევან იოსელიანი – სასამართლო მელიას ყოველგვარი გირაოს და ზედმეტი მექანიზმების გარეშე თუ გაათავისუფლებს, სწორი იქნება

16:11, 07.04.2021

სასამართლო ხვალ ნიკა მელიას ყოველგვარი გირაოს და ზედმეტი მექანიზმების გარეშე თუ გაათავისუფლებს, სწორი იქნება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკური კრიზისის განტვირთვას შეუწყობს ხელს.

„ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური კრიზისის განტვირთვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე შესაძლებელია, რომ განიმუხტოს. ამიტომ ნიკა მელიას ციხეში ყოფნა რა თქმა, უნდა ამ ყველაფერს ხელს უშლის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი