ლევან იოსელიანი - საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ
ლევან იოსელიანი - საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ

პარტია „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველო იმსახურებს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ მოქალაქეებს მოლოდინი გაუმართლდებათ.

„საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმსახურებს იმ გზის გამო, რაც განვლო ბოლო 30 წლის განმავლობაში. იმ ომების გამო, რაც მან გადაიტანა რუსეთთან ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასევე, ხალხის განწყობისა და დამოკიდებულების გამო, რაც აქვთ ევროკავშირის მიმართ. ამ ყველაფრის გამო საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ვის სურს ოპოზიციიდან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. მისივე თქმით, როდესაც ამ საკითხზე საუბრობენ, მათ შესახებ ხმამაღლა უნდა ითქვას.

„რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, რომ ეს საქმე ჩაშალოს, არ ვიცი, ასეთი ვინ არის. მაშინ მათ შესახებ ხმამაღლა უნდა ითქვას. ჩვენ რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ მთელმა ოპოზიციამ მოვაწერეთ წერილს ხელი, გავაგზავნეთ ევროკავშირში და ვთხოვეთ, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.