ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილმა „ყვითელი ბარათი“ აჩვენა „ქართულ ოცნებას“
ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილმა „ყვითელი ბარათი“ აჩვენა „ქართულ ოცნებას“

მოლოდინი არსებობდა, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებდა ვეტოს უფლებას, ის შეხვდა პოლიტიკურ პარტიებს, ყველას მოგვისმინა, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ერთგვარი „ყვითელი ბარათი“ აჩვენა „ქართულ ოცნებას“.

„ფაქტია, რომ თავად შექმნა მოლოდინი საზოგადოებაში, ამიტომაც ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი არ გამორიცხავდა, რომ მას ვეტო გამოეყენებინა. საბოლოო ჯამში, ერთგვარი ყვითელი ბარათი აჩვენა „ქართულ ოცნებას“, შეიძლება ასეც დავინახოთ, რომ ამჯერად შეიძლება რაღაცაზე, ვთქვათ, თვალი დაუხუჭა, მაგრამ შემდეგში ამას აღარ გააკეთებს“, – განაცხადა ისელიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს.