ლევან იოსელიანი - საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ჩაერთვებიან პარტიები, რომლებსაც 3 800 საარჩევნო უბანზე თავიანთი დამკვირვებლები ჰყავდათ
ლევან იოსელიანი - საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ჩაერთვებიან პარტიები, რომლებსაც 3 800 საარჩევნო უბანზე თავიანთი დამკვირვებლები ჰყავდათ

ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს არსებული კრიზისის განმუხტვა თუ სურთ, ამისთვის ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯები.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე საუბრისას ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა და მონაწილეობა ნებისმიერ ფორმატში, სადაც თავიანთი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ.

„არასოდეს გვითქვამს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე პრინციპულად უარს ვაცხადებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ის პარტიები ჩაერთვებიან, რომელთაც 3 800 საარჩევნო უბანზე საკუთარი დამკვირვებელი ჰყავდათ და როგორც თავად აცხადებენ, მტკიცებულებები აქვთ. მზად ვართ, მათთან ერთად მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ. ცალკე მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ გვყავდა დამკვირვებლები, მხოლოდ 30 უბანზე გვყავდა. მთლიანი სურათისთვის საჭირო იქნება იმ პარტიების მონაწილეობა, ვინც მთელ საქართველოში იყო წარმოდგენილი. კარგია, რომ კვოტები ღიაა და პარტიები პარლამენტში თუ შემოვლენ, კომისიას სიამოვნებით შევუერთდებით“, – განაცხადა იოსელიანმა.