ლევან იოსელიანი -  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პრობლემას ვერ აგვარებს
ლევან იოსელიანი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პრობლემას ვერ აგვარებს

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები პრობლემას ვერ აგვარებს და ვერ პასუხობს მთავარ პრობლემას, რაც არის სასამართლოსადმი ნდობა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო კვლევამაც დაადასტურა, მოქალაქეები სასამართლოს არ ენდობიან.

„ბოლო კვლევამაც დაადასტურა, რომ ჩვენი მოქალაქეები სასამართლოს არ ენდობიან. ამ უნდობლობას აქვს კონკრეტული მიზეზები, ჰყავს კონკრეტული ავტორები – სახელებითა და გვარებით, ვინც სასამართლოს რეპუტაცია ასეთ დღეში ჩააგდო. ყველას მიერ აღიარებული ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების მორჩილი მოსამართლეები გადმოიბარეს და საკუთარ სამსახურში ჩააყენეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.