ლევან იოსელიანი - სააკაშვილის ჩამოსვლისთვის მოძრაობას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ქმნის, მაგრამ მათ ნაცვლად, თაკო ჩარკვიანმა შექმნა
ლევან იოსელიანი - სააკაშვილის ჩამოსვლისთვის მოძრაობას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ქმნის, მაგრამ მათ ნაცვლად, თაკო ჩარკვიანმა შექმნა

გამოთქმა არსებობს – რომის პაპზე უფრო კათოლიკეაო, მგონი, ასე დაემართა ქალბატონ თაკოს, რადგან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისთვის ასეთ მოძრაობას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ქმნის, მაგრამ მათ ნაცვლად, მან შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

აღნიშნულით იოსელიანმა შეაფასა „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს.

მისივე თქმით, სააკაშვილის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოსვლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ბევრად მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო არჩევნები და მაშინ არ ჩამოსულა.

„იმისათვის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა არ დავიჯერო მეტი არგუმენტაცია მაქვს, ვიდრე პირიქით. საპარლამენტო არჩევნები ბევრად მნიშვნელოვანი იყო და სააკაშვილი თუ მაშინ არ ჩამოვიდა, თვითმმართველობის არჩევნებზე მისი ჩამოსვლა უფრო ნაკლებ სავარაუდოა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.