ლევან იოსელიანი - „ქართული ოცნების“ მხრიდან სახეზეა უადგილო გაჯიუტება, არ მესმის, რატომ არ გადაჰყავს სააკაშვილი კერძო კლინიკაში, ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ უფრო მაგარია პროტესტის ფორმაში
ლევან იოსელიანი - „ქართული ოცნების“ მხრიდან სახეზეა უადგილო გაჯიუტება, არ მესმის, რატომ არ გადაჰყავს სააკაშვილი კერძო კლინიკაში, ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ უფრო მაგარია პროტესტის ფორმაში

„ქართული ოცნების“ მხრიდან სახეზეა უადგილო გაჯიუტება. არ მესმის, მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში რატომ არ გადაჰყავს, თუ არა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც დაუმტკიცოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრით ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ზარალდება.

„ერთგვარად საქმე გვაქვს კუნთების თამაშთან, ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ უფრო მაგარია პროტესტის ფორმაში. რეალურად, ამ ყველაფრით ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ზარალდება. ამ ქვეყანაში დალხენილი ხალხი არ ცხოვრობს, არავის უხარია ქუჩების გადაკეტვა და ა.შ. ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და უნდა შეეშვას, ნაბიჯების ჯინაზე გადადგმას. მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს იქ, სადაც ითხოვს, გამოიკვლიონ და უკან დააბრუნონ დაწესებულებაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მან მოშიმშილე დეპუტატებთან დაკავშორებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროტესტის ეს ფორმა არ მოსწონს.

„რაც შეეხება დეპუტატების შიმშილს, პროტესტის ეს ფორმა არ მომწონს, არ ვემხრობი, რადგან ადამიანს ვნებს და მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ბევრი სხვა ფორმა არსებობს პროტესტის, თუმცა ეს ამ ადამიანების გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა იოსელიანმა.