ლევან იოსელიანი - პოლიტპატიმრების საკითხს არ შევეშვებით, დავაყენებთ ყველგან, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას
ლევან იოსელიანი - პოლიტპატიმრების საკითხს არ შევეშვებით, დავაყენებთ ყველგან, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას

„მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრაზე კვლავ იმ საკითხების დაყენებას აპირებენ, რაც ამ დრომდე განიხილებოდა.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, მათთვის პრიორიტეტული საარჩევნო რეფორმაა.

„ჩვენთვის პრიორიტეტული არის საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა. ვთქვით, რომ პოლიტპატიმრების საკითხს არ შევეშვებით, დავაყენებთ, ყველგან და ყოველთვის მანამ, ვიდრე რაღაც წარმატებას არ მივაღწევთ. ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაიდგა. მოლაპარაკებას ვაგრძელებთ, რა შედეგით დამთავრდება, გაგაგებინებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. მათი შეხვედრა იგეგმება პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან. შეხვედრაზე განხილვის თემა პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესია.