ლევან იოსელიანი - პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ღიად არ უჭერენ მხარს, სწორს აკეთებენ
ლევან იოსელიანი - პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ღიად არ უჭერენ მხარს, სწორს აკეთებენ

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სწორია პოზიცია, როდესაც ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს მეორე ტურში ღიად არ უჭერენ მხარს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პატარა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, დიდი პარტიის ქოლგის ქვეშ არ აითქვიფონ.

„ის პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ღიად არ უჭერენ მხარს, სწორს აკეთებენ. ამით ცდილობენ, საკუთარი პარტიული იდენტობა გადაარჩინონ და ეს სწორია. ახლა პატარა და შუაში მყოფი პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რომელიღაც დიდი პარტიის ქოლგის ქვეშ არ აითქვიფონ“, – განაცხადა იოსელიანმა.