ლევან იოსელიანი - პარლამენტისთვის უმჯობესი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შემოვიდეს და გავაგრძელოთ მუშაობა სრულფასოვნად
ლევან იოსელიანი - პარლამენტისთვის უმჯობესი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შემოვიდეს და გავაგრძელოთ მუშაობა სრულფასოვნად

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პარლამენტისთვის უმჯობესი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში.

მისივე თქმით, თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რა იქნება უკეთესი, მათი გადასაწყვეტია.

„პარლამენტისთვის უმჯობესი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შემოვიდეს და გავაგრძელოთ მუშაობა სრულფასოვნად, ანუ, პარლამენტი სრულად დაკომპლექტდეს.

მათთვის უკეთესი რა იქნება, მათი გადასაწყვეტია. მათთვის მრჩევლად არ გამოვდგები და არც მიიღებენ ჩემს რჩევებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.