ლევან იოსელიანი - პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარჯვნიდან მარცხნივ გადმოჯდომა საკმარისი არ არის, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციონერად აღგიქვას
ლევან იოსელიანი - პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარჯვნიდან მარცხნივ გადმოჯდომა საკმარისი არ არის, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციონერად აღგიქვას

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ადგილების ცვლილება, მარჯვნიდან მარცხნივ გადმოჯდომა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციონერად აღგიქვას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა, რომელიც „ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლას გამოეხმაურა.

იოსელიანი აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა საჭიროა, საკუთარი ოპოზიციონერობა დაამტკიცონ საკუთარი გამოსვლებით, სიმწვავით, კრიტიკით.

„მათ მოუწევთ, ეს ყველაფერი გააკეთონ. თუ არ გააკეთებენ, სხვაობა ნამდვილად არ იქნება. დღეს საინტერესო სტატუსი ვნახე – როგორი დრო დადგაო, „ქართული ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და „ნაციონალებს“ – შემოდითო. ასეთი კომიკური სიტუაციაა. მათ მანდატები „ქართული ოცნების” ხარჯზე აქვთ მიღებული. მგონი, ეს არც სადაოა და ამას არც უარყოფებენ”, – განაცხადა იოსელიანმა.