ლევან იოსელიანი - ოპოზიციური პარტიები უნდა ვსაუბრობდეთ გაზრდილ ფასებზე, პანდემიაზე, უმუშევრობაზე, განათლების უხარისხო სისტემაზე და არა პარლამენტში შესვლა-გასვლაზე
ლევან იოსელიანი - ოპოზიციური პარტიები უნდა ვსაუბრობდეთ გაზრდილ ფასებზე, პანდემიაზე, უმუშევრობაზე, განათლების უხარისხო სისტემაზე და არა პარლამენტში შესვლა-გასვლაზე

ოპოზიციური პარტიები უნდა ვსაუბრობდეთ გაზრდილ ფასებზე, პანდემიაზე, უმუშევრობაზე, განათლების უხარისხო სისტემაზე და არა პარლამენტში შესვლა-გასვლაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკება არის ერთადერთი სწორი გამოსავალი და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა კონცეტრირდეს ხალხის პრობლემებზე.

„ბოლო კვლევა ნახეთ, სადაც ღია კითხვა იყო იმის თაობაზე დასმული, ჩვენს მოქალაქეებს რა ადარდებთ და ამ ჩამონათვალში პოლიტიკური კრიზისი საერთოდ ვერ მოხვდა, რადგან რეალურად, პოლიტიკური კრიზისი არ არის მათი ყოველდღიურობის ნაწილი. ყოველდღიურობის ნაწილია გაზრდილი ფასები, პანდემია, უმუშევრობა, განათლების უხარისხო სისტემა და ა.შ. ოპოზიციური პარტიები ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ და არა პარლამენტში შემოსვლა-გასვლაზე. ოპოზიცია ერთიანი რომ არ არის, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ოპოზიციური ერთობა გარკვეულწილად ხელოვნური წარმონაქმნი იყო და რჩება, რადგან იქ არიან განსხვავებული პარტიები, განსხვავებული ინტერესებით. ამ ყველაფერს ადრე გამოვეთიშეთ, ახლა ვხედავთ, რომ სხვები იგივე პოზიციას აფიქსირებენ. ამაში ტრაგიკული არაფერია. ნორმალურია, რომ სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ხედვა აქვს პროცესების მიმართ და ეს არ უნდა იყოს თავდასხმების მიზეზი, რაც სამწუხაროდ, ასე არ ხდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.