ლევან იოსელიანი - ოპოზიციის კანდიდატმა ჯერ უნდა გაიმარჯვოს, რომ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი იყოს
ლევან იოსელიანი - ოპოზიციის კანდიდატმა ჯერ უნდა გაიმარჯვოს, რომ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ჯერ ადრეა.

მისი თქმით, საზოგადოება კოალიციურ მთავრობაზე საუბარს ჯერ სერიოზულად ვერ აღიქვამს, ვიდრე ოპოზიცია არ გაიმარჯვებს.

„ოპოზიციის კანდიდატმა ჯერ უნდა გაიმარჯვოს, რომ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი იყოს, წინასწარ ჩრდილოვანი კაბინეტების კონსულტაციები აქამდეც ბევრი მინახავს და ამას საზოგადოებაც სერიოზულად არ აღიქვამს მანამ, სანამ ოპოზიცია გამარჯვებას არ მიაღწევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა განცხადება, რომ აპირებს, უახლოეს დღეებში დაასახელოს დედაქალაქის კოალიციური მთავრობა.