ლევან იოსელიანი - ნიკა მელიას სწრაფად გათავისუფლება ხელს შეუწყობს, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ ნაბიჯები უფრო აქტიურად გადაიდგას
ლევან იოსელიანი - ნიკა მელიას სწრაფად გათავისუფლება ხელს შეუწყობს, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ ნაბიჯები უფრო აქტიურად გადაიდგას

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სასამართლოს ყველანაირი მექანიზმი აქვს, რომ ნიკა მელია საპატიმროდან გამოუშვას, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების გარეშე.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, საზოგადოება ხედავს, რომ სასამართლო ქვეყანაში პოლიტიკისგან შორს არ დგას.

„ნიკა მელიას პროცესი რაც უფრო მალე დასრულდება და ნიკა მელია გათავისუფლდება, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ ნაბიჯები კიდევ უფრო აქტიურად გადაიდგას და საბოლოოდ მივაღწიოთ შეთანხმებას, რადგან როცა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეშია, ეს ნებისმიერ მოლაპარაკებაში ძალიან დიდი წინააღმდეგობის წინაპირობაა. თუ ეს საკითხი არ გადაიჭრება, ეჭვი მეპარება, რომ მოლაპარაკება საერთოდ შედეგიანი გამოდგეს. მისი გათავისუფლება ცალსახად ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების გაგრძელებას და მის პოზიტიურ დასრულებას“, – განაცხადა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი