ლევან იოსელიანი - ნიკა მელია თუ მაინც გირაოთი გამოდიოდა, მაშინ ჯობდა, ეს ადრე გაეკეთებინა და ამდენი უხერხულობა არ უნდა შეექმნა არც საკუთარი თავისთვის, არც თავისი პარტიისთვის
ლევან იოსელიანი - ნიკა მელია თუ მაინც გირაოთი გამოდიოდა, მაშინ ჯობდა, ეს ადრე გაეკეთებინა და ამდენი უხერხულობა არ უნდა შეექმნა არც საკუთარი თავისთვის, არც თავისი პარტიისთვის

ნიკა მელია თუ მაინც გირაოთი გამოდიოდა, მაშინ ჯობდა, ეს ადრე გაეკეთებინა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია თუ ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს სანაცვლოდ აპირებს საპატიმროდან გამოსვლას, მაშინ ამდენი უხერხულობა არ უნდა შეექმნა არც საკუთარი თავისთვის, არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„ინფორმაცია ჩაირიცხა თუ არა გირაო მე არ მაქვს. გირაოსთან დაკავშირებით ბევრი განცხადება მოვისმინეთ, რომ პრინციპულად მიუღებელი იყო, არავისგან არ მიიღებდა, ხან იცვლებოდა ეს. მგონია, რომ ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ გირაოთი გამოსულიყო. ჯობდა ადრე გაეკეთებინა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი