ლევან იოსელიანი - „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნების უგულვებელყოფა თუ მოხდება, პროტესტიც გაგრძელდება
ლევან იოსელიანი - „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნების უგულვებელყოფა თუ მოხდება, პროტესტიც გაგრძელდება

„მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია.

იოსელიანის თქმით, ხელისუფლება თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პროტესტი არ შეწყდება.

„ის რაც ხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ეს ხალხი რომ აქ ჩამოვიდოდა, ჩვენ ამის შესახებ სესიაზე გავაფრთხილეთ „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ სამი თვის წინ. ასე თუ მოხდება მათი მოთხოვნების უგულვებელყოფა, შესაბამისად პროტესტიც გაგრძელდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგები აქციას თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მართავენ.